“პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი” – ხიდაშელი

“სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადებები გაამკაცრა, ტონალობა რომ მნიშვნელოვნად შეცვლილია, ეს ფაქტია. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ის გაურბოდა ბიძინა ივანიშვილზე საუბარს. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს ორ რამეს – ერთი, რომ დარწმუნდა, რომ მთელი ეს კამპანია, რომელიც წინააღმდეგ მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი, ნაკარნახევი და მისი დავალებით ხორციელდება. ის, რომ ის რაღაცა ბიძინას თამაშს თამაშობს და ცუდი პოლიციელი კარგი პოლიციელია, რაც მე კატეგორიულად არ მჯერა და კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, მაგრამ, მან, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ამაზეც პასუხი იყო გასაცემი. ასევე პირველად მოიხსენია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსული ინტერესის გამტარებლად და რუსულ ხელისუფლებად, ასე პირდაპირ და ყოველგვარი ქვეკონტექსტების გარეშე. როგორც ჩანს, მან ამ იმპიჩმენტის პროცედურის დროს და ასევე ევროკავშირთან საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გათვალისწინებით, საბოლოოდ გადაიწურა იმედი და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად აპირებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ