პრეზიდენტი გალში ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის ცემას და გარდაცვალებას ეხმაურება.
„ადგილობრივი მილიციის მიერ სასტიკი ცემა, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის თემურ კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა, ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. სამწუხარო [ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან] 75 წლის იუბილე!“ — წერს პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
The brutal beating by local militia resulting in the death of another Georgian citizen, Teymur Karbaia, in occupied Abkhazia- is a tragic reminder of the blatant violations of elementary Human rights in the territories occupied by Russia. Sad 75th anniversary! — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 10, 2023
9 დეკემბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის სიკვდილთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მომხდარც არც ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები გამოხმაურებიან.