პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე: გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება

გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით  იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ? – რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“.

“მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება, ჩვენ ვნახავთ რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.