პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროში გამოხატავდა პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობასა და სიძლიერეს, რითაც საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი, როგორც პატარა, მაგრამ პრინციპულმა ქვეყანამ

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროში გამოხატავდა პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობასა და სიძლიერეს, რითაც საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი, როგორც პატარა, მაგრამ პრინციპულმა ქვეყანამ
გაეროში საქართველოს პრეზიდენტის, ს გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რადგან ის რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო ერთიანდება. პრეზიდენტის სიტყვა გამოირჩეოდა სიღრმით, ღირებულებითი აქცენტებით და მკაფიო მესიჯებით, რაც საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში ნათლად წარმოაჩენს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი იყო ასევე ქვეყნის შიდა განვითარების ხაზზე გაკეთებული აქცენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა შეუნარჩუნა.
„გაეროში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რადგან ის რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო ერთიანდება. პრეზიდენტის სიტყვა გამოირჩეოდა სიღრმით, ღირებულებითი აქცენტებით და მკაფიო მესიჯებით, რაც საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში ნათლად წარმოაჩენს.
პირველ რიგში, ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას, რომელიც ყველა მხარესთან ურთიერთობას გულისხმობს. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოსთვის პოლიტიკის ღერძს არა კონფრონტაცია, არამედ კონსტრუქციული კომუნიკაცია წარმოადგენს. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპაციის პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინაიდან პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალფეროვნება არ არის პრობლემა, არამედ „არსებობის აუცილებელი ფორმულაა“. ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიღმაა დარჩენილი.
მნიშვნელოვანი იყო ასევე ქვეყნის შიდა განვითარების ხაზზე გაკეთებული აქცენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა შეუნარჩუნა. ეს შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არაერთგვაროვან საერთაშორისო გარემოში მაინც შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება და თანმიმდევრული ეკონომიკური წინსვლა.
განსაკუთრებული სიმძაფრით გაისმა მისი სიტყვები ომის ფასსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტი წარმოაჩენს ქართველ ხალხს, როგორც ერს, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ომის ტკივილი და რომელსაც მშვიდობის ფასი ღრმად ესმის. ამ გზავნილით ყაველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობასაც შეახსენებს, რომ საქართველოს არჩევანი არა ძალადობა, არამედ მშვიდობიანი განვითარებაა.
საერთო ჯამში, პრეზიდენტის გამოსვლა ღირებული იყო იმით, რომ მან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები გააერთიანა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო განზომილებაში. მისი სიტყვები გამოხატავდა პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობასა და სიძლიერეს, რითაც საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი, როგორც პატარა, მაგრამ პრინციპულმა ქვეყანამ, რომლისთვისაც მშვიდობა, თავისუფლება და განვითარების გზა შეუცვლელია.
გაეროს ტრიბუნიდან ნათქვამი ეს სიტყვები არა მხოლოდ დეკლარაცია, არამედ საქართველოს პოზიციის მკაფიო დემონსტრაციაა – პოზიციისა, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება და ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.“ – წერს ჩიხელიძე.
Previous: საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული 5 წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ

არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რაც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულებაა

ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დღევანდელი განცხადება ადასტურებს, EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა