პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო. მდაა, რა „ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო. მდაა, რა „ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია
„ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის გამოსვლას ეხმაურება.
ქადაგიძის თქმით, საპარლამენტო მდივანი ვერცერთ კითხვაზე ვერ სცემს პასუხს.
„ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ აბრუნებს და ახალი ტაქტიკა მოიფიქრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო… მდაა, რა “ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია… რაღას მივიდა პარლამენტში, მდუმარე მოწმედ?! სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს…“, -წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას