პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა

ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება, ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს. გიყურებთ, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალებში, , ქუთაისი, ზუგდიდ, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, უაღრესად მშვიდობიანად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა უთხრა საპატრულო პოლიციას, რადგან თვლის, რომ ისინი არ მონაწილეობენ დარბევებში და მიმართა სპეცრაზმს, არ აწიოს ხელი ქართველ ხალხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში