პრეზიდენტის გარეშეც მშვენივრად მიდის ეს ქვეყანა ევროპისკენ – კანდიდატის სტატუსი ზურაბიშვილმა მოუტანა საქართველოს?!

პრეზიდენტის გარეშეც მშვენივრად მიდის ეს ქვეყანა ევროპისკენ. უამრავი ბარიერი გადავლახეთ. უამრავი ევროპული სიკეთე ჩვენ მოვუპოვეთ ქვეყანას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსი ზურაბიშვილმა მოუტანა ამ ქვეყანას?! ერთი ხელით ევროპისკენ მიჰყავს თავისი ქვეყანა და მეორე ხელით ელჩს არ ნიშნავს ევროპულ ქვეყნებში?! რა ევროპულობასა და ემიგრანტის უფლებების დაცვაზე საუბრობს?! ეს ხომ ფარისევლობა და ცინიზმია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ თითქმის 4-5 თვეა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩს და უკვე თვეებია ელჩების პოზიციები ვაკანტურია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს