პრეზიდენტის გარეშეც მშვენივრად მიდის ეს ქვეყანა ევროპისკენ – კანდიდატის სტატუსი ზურაბიშვილმა მოუტანა საქართველოს?!

პრეზიდენტის გარეშეც მშვენივრად მიდის ეს ქვეყანა ევროპისკენ. უამრავი ბარიერი გადავლახეთ. უამრავი ევროპული სიკეთე ჩვენ მოვუპოვეთ ქვეყანას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსი ზურაბიშვილმა მოუტანა ამ ქვეყანას?! ერთი ხელით ევროპისკენ მიჰყავს თავისი ქვეყანა და მეორე ხელით ელჩს არ ნიშნავს ევროპულ ქვეყნებში?! რა ევროპულობასა და ემიგრანტის უფლებების დაცვაზე საუბრობს?! ეს ხომ ფარისევლობა და ცინიზმია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ თითქმის 4-5 თვეა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არ ნიშნავს ელჩს და უკვე თვეებია ელჩების პოზიციები ვაკანტურია.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი