პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ტკბილეული გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საშობაო ტკბილეული და საჩუქრები რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მსვლელობის მონაწილეებს გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საქართველოს შობა მიულოცა.
“შობის დღესასწაულს ვულოცავთ ალილოს მონაწილეებსა და სრულიად საქართველოს. შობა არის ყველაფრის ახლის დაწყების, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული და ვისურვებთ, რომ მომავალ წელს მთელი ქვეყანა ამ განწყობით იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ელენე გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ