პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორის მოადგილესთან არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორის მოადგილეს, დანიელა კოლბეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში „სისტემური დარღვევებით ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რამაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა იქონია და სადაც დაირღვა კონსტიტუციური ნორმები როგორც ხმის მიცემის ფარულობის, ასევე, არჩევნების საყოველთაობის შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი . ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად, საჭიროა, ქვეყანამ შექმნილი ეს კრიზისი, რაც შეიძლება ნაკლები რყევების გარეშე გაიაროს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე კრიზისის დაძლევის საკუთარი გეგმა გააცნო, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციისა და საკანონმდებლო გარემოს ცვლილებას და საერთაშორისო პრაქტიკასთან მის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
აქვე, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის როლს დემოკრატიის მშენებლობაში და მათი უწყვეტი მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო