პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი , უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვას ევროპული გზის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას.
„პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო.
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ