პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა

საქართველოს პრეზიდენტის, ს ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონცერტში მონაწილე მუსიკოსებმა LOUDspeakers მა, ,,ქვემეხმა” და ,,განდაგანმა “ სოლიდარობა გამოუცხადეს ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს.
„ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშინელება ხდება ქალაქში, ჭავჭავაძეზე და უბრალოდ, არალოგიკურად მიგვაჩნია ამ კონცერტის გაგრძელება. სამწუხაროდ, უნდა შევწყვიტოთ”, – აღნიშნა LOUDspeakers-მა.
„ მეგობრებო, ასეთ სიტუაციაში მყარად უნდა ვიდგეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასეთ რაღაცას მართლა თუ შევესწრებოდი ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ მეგონა, ამიტომ ყველა უნდა შევუერთდეთ იმ ხალხს”, – LOUDspeakers-მა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯივიპის” აქტივების მართვის დირექტორი – წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება – ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი