პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთის დედაქალაქში, ძველ ქალაქთან ახლოს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლას მსხვერპლი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები შემთხვევის ადგილიდან. პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი უკვე განეიტრალებულია. სამართალდამცველები მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
იქამდე, უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ელფოსტით გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ ურჩევენ, თუ შენობაში არიან, არსად წავიდნენ, ჩაკეტონ კარი, განათავსონ ავეჯი კართან და გამორთონ განათება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი