პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს – ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩეხეთის ბევრი მოქალაქის მსგავსად, თვითონაც ღრმა მწუხარებას და ზიზღს გრძნობს ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო.
“მომხდარს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო. ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, ვიფიქროთ ყველა მათგანზე, ვინც დაკარგა ახლობლები. ეს შობა მათთვის წარმოუდგენლად სევდიანი იქნება. გავიზიაროთ მათი მწუხარება და ტკივილი. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა გამოვხატოთ პატივისცემა მსხვერპლთა მიმართ. ვითხოვეთ დარეკონ ზარები ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 საათზე, რათა ამ ქმედებით ყველამ პატივი მივაგოთ დაღუპულებს”, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს