პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს – ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო

პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. დაჭრილია 25 ადამიანი. მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ მოკლა, იდენტიფიცირებულია. ის 24 წლის სტუდენტი იყო. კარლის უნივერსიტეტის შენობაში, თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა. შემთხვევამდე, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ეჭვმიტანილი თავის მოკვლას აპირებდა. მალევე გარდაცვლილი იპოვეს მისი მამაც.
არსებობს ეჭვი, რომ მამაც სტუდენტის მოკლულია. თავდამსხმელი სავარაუდოდ კავშირში იყო გასულ კვირას ახალგაზრდა მამაკაცისა და მისი 2 თვის შვილის მკვლელობასთან. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს კავშირი არ აქვს საერთაშორისო ტერორიზმთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი