პრაღაში Amnesty International-ის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა პეტიციით გამოუცხადეს

დღეს, 30 აგვისტოს, ში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც 2024 წლის 2 ნოემბრიდან, ყოველ შაბათს იკრიბებიან, მორიგი აქცია გამართეს.
პროტესტის 44-ე კვირას პრაღაში მცხოვრებ ქართველებს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ჩეხეთის ფილიალის წარმომადგენლებიც შეურთდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
დღევანდელ აქციაზე Amnesty International-ის პრაღის ოფისის წარმომადგენლებმა ხარდამჭერი პეტიციით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:
· დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი;
· უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრული დაცვა ქვეყანაში;
· უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო;
· დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება;
· დააყენოს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო პატიმრობას უკავშირდებიან.
ჩეხეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის დაცვის მიმართულებით.
· მზია ამაღლობელის საქმე – მოკლედ
6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება, რითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავებოდა, გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უკანონო პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.