პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ცენტრალურ ში სროლას მსხვერპლი მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს.
პოლიცია გარდაცვლილებისა და დაჭრილების რაოდენობას ჯერჯერობით ვერ ასახელებს.
“წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ [სროლის] ადგილზე არიან გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანები,” – წერია პოლიციის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პოლიციის თანამშრომლები იან პალახის მოედანზე მდებარე სასწავლებელთან განლაგდნენ, სადაც სროლა მოხდა.
აღნიშნულ ტეროტორიაზე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ