პრაღაში აპირებენ გამოიყენონ გეოთერმული ენერგია მეტროდან სახლების გასათბობა-გაგრილებისთვის ნოვიე დვორის რაიონში. ამ მიზნით მშენებარე მეტროს ხაზზე სითბოს ტუმბოები დამონტაჟდება. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებაზე პრაღაში მომავალი წლის ბოლომდე იქნება მიღებული.
მეტროს გვირაბის ირგვლივ ნიადაგი აგროვებს სითბოს იმ ნაწილს, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მატარებლების მოძრაობისას და მგზავრთნაკადით.
სითბოს ტუმბოები ეფექტურობა ასეთია: ელექტროენერგიის ყოველ კილოვატ საათში მათ შეუძლიათ სამიდან ხუთ კილოვატ საათამდე სითბოს გამომუშავება. ნოვიე დვორში გეგმავენ 17 შენობის აშენებას, საერთო ფართობით, დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრით, წელიწადში 10 ათასიდან 15 ათას მეგავატ საათამდე მოხმარებით.
მეტროს გეოთერმული ენერგია უკვე გამოიყენება ავსტრიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ კორეაში.
გეოთერმული ენერგია ქალაქის კლიმატის გეგმის ნაწილია სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.
განახლებადი ენერგიის გამოყენება ევროპის ქვეყნებში დაეხმარება ევროკავშირს მიაღწიოს თავისი ამბიციური მიზნის მიღწევას , შეამციროს სათბურის გაზების ემისიები 55%-მდე 2030 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის სრულიან გაანულოს. ეს ნიშნავს, რომ გამონაბოლქვის სრულიად შთანთქმას ბუნება მოახერხებს. მთლიანად შეიწოვება (მაგალითად, ხეები) და არ დაგროვდება ატმოსფეროში.
გეოთერმული ენერგიის გამოყენებით გათბობა შეიძლება მალე დაიწყოს ბერლინმაც. მერიამ უკვე გამოავლინა 13 ადგილი, რომელიც შეიძლება გახდეს ასეთი ტემპერატურის პოტენციური წყარო.