პრაღაში აღმოაჩინეს „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის“ ორიგინალის ხელნაწერები

ჩეხი მწერლის, იაროსლავ ჰაშეკის ცნობილი რომანის, „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს“ ორიგინალის ხელნაწერები აღმოაჩინეს პრაღაში. “რადიო პრაღის” ცნობით, ნაწარმოების ხელნაწერები ჰაშეკის გამომცემლის, ადოლფის, მამულში იპოვეს.
ჰაშეკის „შვეიკის თავგადასავალი“ ჩეხურენოვანი ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
1920-1923 წლებში დაწერილი თავგადასავალი მრავალ ენაზე ითარგმნა, მისი მიხედვით დადგმულია ბევრი წარმოდგენა და გადაღებულია ფილმები.
ჩეხეთის ეროვნული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, მიხალ შტეჰლიკმა, რადიოსადგურს განუცხადა, რომ ეს მასალა ნაზავია „უნიკალურობისა, აღმოჩენის და სასწაულისა.”
დოკუმენტები მოიცავს რომანის მეორე ნაწილის ფრაგმენტებს, მთლიან მესამე ნაწილს და მეოთხე ნაწილის რამდენიმე ფრაგმენტს, რომელზეც ჰაშეკი 1923 წლამდე, გარდაცვალებამდე მუშაობდა.
ლიტერატურული არქივი ამჟამად გეგმავს ხელნაწერების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას, მათ გაციფრულებას და იმის უზრუნველყოფას, რომ მათი შესწავლა მოხდეს. გამოცხადდა, რომ ხელნაწერების ნაწილი მალე იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება