პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
უკრაინული მედიის ცნობით, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევს თავდაცვის მინისტრ ნუნო მელოსთან ერთად ეწვია.
უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის დროს, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას, იულია სვირიდენკოს და პარლამენტის თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს.
„ეს ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერის გამოხატულება – და არა მხოლოდ გამოცხადება – რომელიც რუსეთის უსამართლო აგრესიის დაწყების პირველივე მომენტიდან გრძელდება: პორტუგალია უკრაინასა და უკრაინელ ხალხს გვერდით დგას“, – განაცხადა მონტენეგრომ კიევში ჩასვლისთანავე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან