პორტუგალიამ ქარიშხალ „კრისტინის“ მიერ მიყენებული პირდაპირი ზარალი 4 მილიარდ ევროდ შეაფასა

პორტუგალიამ ქარიშხალ „კრისტინის“ მიერ მიყენებული პირდაპირი ზარალი 4 მილიარდ ევროდ შეაფასა
პორტუგალიაში, მთავრობის წინასწარი შეფასებით, ქარიშხალ „კრისტინას“ მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მინიმუმ 4 მილიარდი ევრო დასჭირდება, განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა მანუელ კასტრო ალმეიდამ ტელევიზია RTP-ს.
„ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შოკი იქნება“, – თქვა მან და დასძინა, რომ შეფასება არ მოიცავს არაპირდაპირ ზიანს, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები.
მინისტრის თქმით, ზოგიერთ კომპანიას ქარხნების აღდგენა მოუწევს, რადგან მათი წარმოების ობიექტები მთლიანად განადგურდა.
მთავრობა დაზიანებული საწარმოების თანამშრომლების ხელფასების 80%-ს დაფარავს წარმოების აღდგენამდე, ხოლო კომპანიები მხოლოდ 20%-ს გადაიხდიან. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მასობრივი გათავისუფლებების თავიდან აცილებას.
ქარიშხალი „კრისტინა“ პორტუგალიას 31 იანვარს დაატყდა თავს.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო