პოლონეთში, ქალაქ გდინიაში წვრთნების დროს პოლონეთის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად მაიორი რობერტ იელი დაიღუპა. მან შემთხვევის დროს თვითმფრინავიდან კატაპულტირება ვერ მოასწრო. იელი პოლონეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი იყო. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
