პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, ორმა უცხოელმა 21 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრა. პოლონური მედია წერს, რომ პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
“შემთხვევა 27 იანვარს, დაახლოებით დილის 05:00 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაპირისპირება, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქალაქ ზლოტორიას მკვიდრ კაცთან ჩხუბში ორი ქართველი იყო ჩართული. ერთ-ერთმა მათგანმა გამოიყენა ბასრი ნივთი, სავარაუდოდ დანა, და კაცი დაჭრა“, – წერს მედიასაშუალება.
მომხდარის დეტალების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ – LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას