პოლონეთში მაიორ არტემ არონიშიძის მემორიალური მონუმენტი გაიხსნა

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა, ქალაქ ვარშავის „ოხოტას“ გამგებელთან დოროტა სტეგიენკასთან, ვარშავის საკრებულოს წევრ პიოტრ ჟბიკოვსკისთან და რაიონის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, მაიორ არტემ არონიშიძის მემორიალური მონუმენტი გახსნა.
დიანა ჟღენტმა, მისასალმებელი სიტყვა პოლონურ ენაზე წარმოთქვა, მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს პატივს მივაგებთ ორი ერის გმირს, რომელიც აერთიანებს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიას, ორი ერის, რომელთაც ასე უყვართ და აფასებენ თავისუფლებას.
2020 წლიდან ქალაქ ვარშავის, „ოხოტას“ რაიონში უკვე არსებობს მაიორ არტემ არონიშიძის სახელობის წრიული მოედანი.
მაიორი არტემ არონიშიძე 1939 წლის სექტემბერში, ხელმძღვანელობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთის ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებას. გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისათვის მიღებული აქვს პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო Virtuti Militari.