პოლონეთში კბილის პასტების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონური მედიის ცნობით, ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქემ კბილის პასტების მოპარვა სცადა.
მედია წერს, რომ 30 წლის პირს ზურგჩანთაში 40 ძვირადღირებული კბილის პასტა აღმოაჩნდა. იმავე მაღაზიაში შემთხვევით იმყოფებოდა პოლიციელი. მარკეტის დაცვამ ქურდობაში ბრალდებული შენიშნა, მას პოლიცია დაედევნა და საქართველოს მოქალაქე დააკავა.
მოპარული საქონელი ამოღებულია და მაღაზიას დაუბრუნდა.