პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, 29 წლის ქართველმა ყალბი ბმული გაგზავნა გადაზიდვის საფასურთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაზარალებულის ონლაინ ბანკზე მოიპოვა წვდომა და 8 000 პოლონური ლოტი (დაახლოებით 2 000 დოლარი) მიითვისა.
საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა. ლუბარტოვის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა გამოიყენა. დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები