პოლონეთში დააკავეს ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები

სამართალდამცველებმა პოლონეთში დააკავეს რუს ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვზე ლიეტუვაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი.
ამის შესახებ პარასკევს განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, რომელმაც პირადად პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას გადაუხადა მადლობა პოლონელი სამართალდამცველების “შესანიშნავი მუშაობისთვის”. ნაუსედას თქმით, ეჭვმიტანილებს ლიეტუვის ხელისუფლებას საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ გადასცემენ.
კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს თანამოაზრეს, პოლიტიკოსსა და დისიდენტ ლეონიდ ვოლკოვს 12 მარტს ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში, დაესხნენ თავს.
თავდამსხმელებმა ვოლკოვის სახლთან ჩაამსხვრიეს მისი ავტომობილის ფანჯარა, პოლიტიკოსს თვალებში ცრემლმდენი აირი შეასხეს და შემდეგ ჩაქუჩი ჩაარტყეს.
პოლონეთში დაკავებული ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. მანამდე ლიეტუვის სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამაც განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ვოლკოვზე თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ს ხელისუფლება იდგა.

„ეჭვგარეშეა, რომ ასეთი რამეები წინასწარ იგეგმება. მაგრამ მინდა განვმარტო: ხელისუფლება მოახდენს შეფასებას, ჩაატარებს გამოძიებას და იმედი მაქვს, იპოვის დამნაშავეებს. და მინდა პუტინს მხოლოდ ერთი რამე ვუთხრა: აქ თქვენი არავის ეშინია“, – განაცხადა 14 მარტს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს