პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა – ს მიერ უკრაინის დაბომბვის გამო

პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა ს მიერ უკრაინის დაბომბვის გამო. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
“მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ აამოქმედა ყველა არსებული ძალა და რესურსი. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მოყვანილია საგანგებო სიტუაციის უმაღლეს დონესთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია ცნობაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობის განმარტებით, ამოქვედებული ზომების მიზანია პოლონეთის ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
21 აგვისტოს ღამით უკრაინზე დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიეს ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ზაკარპატიეს ოლქზე თავდასხმა იუშვიათესი შემთხვევაა.
მანამდე, 19 აგვისტოს, რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი იერიშისას აღმოსავლეთ პოლონეთში ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს