პოლონეთმა იმ უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება შეაჩერა, რომლებსაც საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვა არ აქვთ

მ ევროკომისიას აცნობა, რომ პოლონეთმა შეაჩერა უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვა, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერგეი დერკაჩმა განაცხადა.
დერკაჩის თქმით, უკრაინელ გადამზიდველებს ნებართვა არ სჭირდებათ.
„ამის შესახებ პოლონურმა მხარემ იცის, პირველ რიგში, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. პოლონურ მხარეს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა სხვა წევრ ქვეყანას, ეცნობა უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განახლების შესახებ. ახლა ეს მხოლოდ პოლონური მხარის შიდა კომუნიკაციის საკითხია“, – აღნიშნა დერკაჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ