პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა და სახმელეთო-საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

პოლონეთმა, დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ პოლონეთის და მოკავშირეთა თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეში მოძრაობენ.
„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სარდლობამ გაააქტიურა ძალები და საშუალებები. ჰაერში გამანადგურებლები ააფრინეს, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს მოქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია