პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრისპირა მდინარეებზე ელექტრონული ბარიერების მშენებლობა დაიწყო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრისპირა მდინარეებზე ელექტრონული ბარიერების მშენებლობა დაიწყო.
მოძრაობის სენსორები მონიტორინგს გაუწევენ საკონტროლო ზოლის გადაკვეთას. ვარაუდობენ, რომ ბარიერის სიგრძე იქნება 47 კილომეტრი… ბარიერი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით, კერძოდ, სენსორებით და დღის და ღამის ხედვის კამერებით.
2022 წელს პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის მთელ სიგრძეზე, მდინარე ბაგის გასწვრივ მონაკვეთის გამოკლებით, აღმართა 186 კმ სიგრძისა და 5,5 მეტრის სიმაღლის ფოლადის ღობე, მავთულხლართებით.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე ელექტრონული ბარიერის დამონტაჟება 2023 წლის ზაფხულში დასრულდა. იგი მოიცავს 11 კონტეინერს, რომლებშიც ინტეგრირებულია ელექტრონული მონიტორინგის სისტემები, მათ შორის ღამის ხედვის კამერები, თერმული გამოსახულების კამერები და ათობით კილომეტრიანი გამოვლენის კაბელები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…