პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს.
„პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/imedinews-2598049-300x200.jpg)