პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის წესით უნგრეთისგან გადაიბარა და ამ სტატუსს მომდევნო 6 თვით ატარებს.
უნგრეთის საკამათო თავმდჯომარეობის შემდეგ, რომელმაც თავმდჯომარეობის არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის სანქციები ს წინააღმდეგ ში ომის ფონზე და წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ ომის დასრულებისთვის, პოლონეთი ფოკუსირებული იქნება ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცებაზე. ამიტომ პოლონეთის თავმდჯომარეობის ლოზუნგია – „უსაფრთხოება, ევროპა!“
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ოფიციალურ პროგრამაშია აღნიშნული, პოლონეთი მხარს დაუჭერს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცების აქტივობებს მისი ყველა განზომილებით: გარე, შიდა, საინფორმაციო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, კვების და ჯანდაცვის მიმართულებით.
„ჩვენ მზად ვართ დავიკავოთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ისაუბროს ჩვენს ენაზე და შეამჩნიოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პასუხისმგებლობის აღება ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაზე“,- განაცხადა ევროკავშირის საკითხებში პოლონეთის მინისტრმა ადამ შლაპკამ.
პოლონეთი ევროკავშრის საბჭოს თავმჯდომერე უკვე მეორედ გახდა. საბჭოს თავმჯდომარეობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის როტაცია ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. ამ ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, ქვეყანა თავმჯდომარეობს სხდომებს საბჭოს ყველა დონეზე, რაც ეხმარება საბჭოში ევროკავშირის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფას.
ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში პოლონეთი ასევე გეგმავს უმასპინძლებს 300-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრას, ევროკავშირის მინისტრთა 22 არაფორმალურ საბჭოს და 200-მდე კულტურულ ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთაგან პირველი ლიდერია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი ა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით კი, საქართველოში განვითარებული მოვლენების უკან რუსეთი დგას. ტუსკის თქმით, მათთვის საქართველოს ფორმალური ხელმძღვანელობა ძალიან იმედგამაცრუებელია.