პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ

Mateusz Slodkowski/AFP/Getty Images2 ივნისს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ვილნიუსი მონაწილეობას იღებს დისკუსიებში, რომელიც ევროპაში NATO-ს წევრ დამატებით სახელმწიფოებში -ს ბირთვული იარაღის განთავსებას ეხება. დისკუსიებში მონაწილეობის მიღება დაადასტურა პოლონეთმაც.
მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპაში ბირთვული შესაძლებლობების განლაგების გაფართოებას განიხილავს, რათა “მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ ჩვეულებრივი სამხედრო მხარდაჭერის შემცირება უსაფრთხოების გარანტიებს არ ასუსტებს.”
FT: აშშ ევროპაში ბირთვული იარაღის განლაგების გაფართოებას განიხილავს
“დისკუსიები მართლაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს გასაიდუმლოებულია, მაგრამ დისკუსიები მიმდინარეობს და ლიტვა ამას გვერდიდან ნამდვილად არ აკვირდება.” – უთხრა კაუნასმა რეპორტიორებს 2 ივნისს.
მისი თქმით, ბირთვული შესაძლებლობები ხელს უწყობს შეკავებასა და უსაფრთხოებას. კაუნასმა დაამატა, რომ მოკავშირე სახელმწიფოებმა ზომები უნდა მიიღონ, რათა თავიანთი თავდაცვა და დამოუკიდებლობა გააძლიერონ.
ხოლო პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, პაველ ზალევსკის თქმით, პოლონეთი “მოლაპარაკებებს მართავს, რათა ბირთვული შეკავებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას და პოლონეთმა ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.”
Financial Times-ს საკითხთან დაახლოებულმა სამმა პირმა აცნობა, რომ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს მზაობა, ბირთვული შესაძლებლობის ბომბდამშენები არსებული 6 ქვეყნის გარდა NATO-ს სხვა ქვეყნებშიც განალაგონ.
Financial Times წერს, რომ საკითხი განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონტინენტიდან აშშ-ს ჯარებისა და კრიტიკული შეიარაღების სისტემების გაყვანის შესახებ გადადგა ნაბიჯები, რამაც ევროპელ მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია.
როგორც გამოცემა წერს, დისკუსიები NATO-ს არხებით მიმდინარეობდა და რუსეთის საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარე მოკავშირეებმა ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატეს.