პოლონეთი და გერმანია უკრაინისთვის „ჯავშანტექნიკის კოალიციას“ მარტის ბოლოს აამოქმედებენ

პოლონეთი და გერმანია 26 მარტს “ჯავშანტექნიკის კოალიციას” გაააქტიურებენ, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაზეა მიმართული, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გერმანელ კოლეგასთან, ბორის პისტორიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„26 მარტს ჩვენ გავააქტიურებთ კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად ჯავშანტექნიკის უზრუნველსაყოფად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც კი შექმნილა, ჩვენ ვართ ორი წამყვანი ქვეყანა ამ პროექტში და სხვა პარტნიორებიც შეუერთდნენ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, თავის მხრივ, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისთვის მზად უნდა იყვნენ.
„არავინ იცის, დაესხმება თუ არა ვინმეს ევროპაში თავს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შეუძლია და სურს ზე თავდასხმა და ამას აკეთებს უკვე ორ წელზე მეტია. ასე რომ, ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ევროპელმა მოკავშირეებმა, უნდა ვისწავლოთ მზადყოფნა ნებისმიერი საფრთხისთვის, განსაკუთრებით იმ საფრთხისთვის, რომელიც მოდის პუტინის რუსეთისგან ნებისმიერ წელს. ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და რაზეც ვმუშაობთ”, – განაცხადა პისტორიუსმა.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია უკრაინისთვის საკმარისი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების მიწოდება ჭურვებისა და იარაღის სახით.