პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი – რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა

რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა, – ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მაცეი კლიშჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის.” კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს.
მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით სამი წუთი გრძელდებოდა, ხოლო ობიექტი პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრით სიღრმეში შემოფრინდა.
“მანევრებთან, რომლებსაც ის ახორციელებდა, და პოლონური საჰაერო სივრციდან მის გაფრენასთან დაკავშირებით მე, როგორც ოპერატიულ მეთაურს, არანაირი გადაწყვეტილებები არ მიმიღია ამ ობიექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა კლიშჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ