საქართველოში პოლონეთის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღინიშნება, რომ ეს დღეს ახსენებს საქართველოს და პოლონეთს ვინ წარმოადგენდა და წარმოადგენს დღემდე უდიდეს საფრთხეს დამოუკიდებლობისთვის.
განცხადების თანახმად, ღირს „საერთო ისტორიული გაკვეთილებისა და გამოცდილებების დამახსოვრება და გამეორება“.
“დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციის 104-ე წლისთავია. ეს დღეს ახსენებს როგორც საქართველოს, ასევე, პოლონეთს, ვინ წარმოადგენდა ყოველთვის და წარმოადგენს დღემდე უდიდეს საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.
ღირს საერთო ისტორიული გაკვეთილებისა და გამოცდილებების დამახსოვრება და გამეორება, განსაკუთრებით ახლა” , – ნათქვამია საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.




