პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვწუხვართ, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება, ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ

ვწუხვართ, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება, ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ,- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ პოლონეთის პარლამენტის (სეიმის) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“უკრაინის წინააღმდეგ ს ომის შედეგი მომავალი წლებისთვის განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. ის განსაზღვრავს, მაგალითად, საბოლოოდ ჩაეფლობა თუ არა ბელარუსი “რუსკი მირში”, თუ მოახერხებს თავისი ავტონომიის ბოლო ნაკუწების შენარჩუნებას. ის ასევე ამოსავალი წერტილი იქნება მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის…
ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროპულ გზას შორდება. ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ. რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ პირებს სანქციები დავუწესეთ. თუმცა, [ევროპული] საზოგადოების წევრობა პრივილეგიაა, არა ვალდებულება. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ქვეყანა და მისი თავისუფალი მოქალაქეები იღებენ,” – განაცხადა სიკორსკიმ.