პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში EU-ს “ოცნების” მიმართ ხისტი პოლიტიკა ექნება – თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში ევროკავშირს “ქართული ოცნების” მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა ექნება. მისი თქმით, განსხვავებით უნგრეთისგან, პოლონეთისთვის დემოკრატიის დღის წესრიგის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია.
მათი თავმჯდომარეობის პირობებში ჩვენ ვნახავთ გაცილებით უფრო ხისტ პოლიტიკას „ქართული ოცნების“ მიმართ, ვიდრე ეს იყო უნგრეთის თავმჯდომარეობის პირობებში, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დემოკრატიული თვალსაზრისით იყო ამ სავარძელში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება იქნება ეს სასამართლო ხელისუფლება თუ თვითმარქვია პრემიერი და პარლამენტი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსხვავებით უნგრეთისგან, დონალდ ტუსკის ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის დღის წესრიგისადმი ერთგულება. უბრალოდ, თავმჯდომარეობის მნიშვნელობა ის არის, რომ მათ შეუძლიათ ინიცირება ბევრი საკითხის, რასაც არ აკეთებდა უნგრეთი მისი თავმდჯომარეობის პირობებში, – ამბობს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იქნება. პოლონეთს საკუთარი მყარი პოზიცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. სწორედ პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ ახლა გამოსავალი სწორედ ახალი ა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია