პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება

უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემს აზრს არ ვიცვლი, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტი დუდა სხვას ფიქრობს. ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ჩემი თანხმობა არ იქნება, თუ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი „გლეხთა პარტია“ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება იქამდე, სანამ ტრაგედიის მსხვერპლის ექსჰუმაცია არ მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა წევრი სახელმწიფოები თანხმობას განაცხადებენ.
მისივე თქმით, „ანტიუკრაინული განწყობა გაიზრდება, თუ ხელისუფლება ვოლინის ტრაგედიის საკითხს არ მოაგვარებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ