პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრი ევროკავშირს – მოგიწოდებთ, შეთანხმდეთ საერთო მიზანზე და 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად შევწყვიტოთ

პოლონეთი ევროკავშირს დან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრზე, მილოჟ მოტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოგიწოდებთ, რომ შეთანხმდეთ საერთო მიზანზე და 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად შევწყვიტოთ“, – განაცხადა პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
მოტიკას თქმით, „მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირს დამოუკიდებელს გახდის ნავთობისგან, რომელიც პოლიტიკურ და სტრატეგიულ რისკს წარმოადგენს“.
ამასთან, პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ ვროჩნამ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზი შეიძლება -ის თხევადმა ბუნებრივმა აირმა ჩაანაცვლოს, რომელიც პოლონეთის გავლით გადის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კითხვაზე: რატომ ვერ შეამჩნია რაჟდენ კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება – დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტია რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია – „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა