პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, – ამის შესახებ პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ანა ადამიაკმა განაცხადა.
„მამაკაცმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი ივლისის დასაწყისში გადაკვეთა“, – განაცხადა ანა ადამიაკმა.
პოლონეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქმეზე გერმანული მხარის მიერ გაცემული დაკავების ორდერი მიიღეს, თუმცა ეჭვმიტანილი მის სავარაუდო საცხოვრებელ ადგილას ვერ იპოვეს.
შეგახსენებთ, დღეს, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ