პოლონეთის ახალ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება ღრმავდება – ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტის რეზიდენციაში დააკავეს

პოლონეთის ახალ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება ღრმავდება. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მდივნის დაკავების შემდეგ. ორივე პოლიტიკოსი პოლიციამ პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სასახლეში აიყვანა.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდადებული ყოფილი მაღალჩინოსნები: მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვასიკი ანჯეი დუდამ 2015 წელს შეიწყალა, თუმცა 2023 წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. პრეზიდენტმა კი, რომელიც კაჩინსკის კონსერვატიული პარტიის გუნდის წევრად ითვლება, ორივე საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია და მათთან ერთად ფოტოსესიაც მოაწყო.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ანჯეი დუდა კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. პრემიერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხელს უშლის მართლმსაჯულებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით თავისუფლების აღკვეთას სამი თვიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
ორივე მსჯავრდადებული ახლა პოლონეთის პარლამენტის დეპუტატია. ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, სეიმის სხდომა, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო, მომავალი კვირისთვის გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში