პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება – ადგილზე დაკავების მანქანები მიიყვანეს

ფოტო – ტვ პირველი
დაანონსებული პროტესტი თბილისის შესასვლელთან – ადგილზე დაკავებების მანქანები მიიყვანეს. პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზებაა თბილისი მოლის შიდა და გარე ტერიტორიაზეც.
ადგილზე მისვლა დაიწყეს მოქალაქეებმაც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ყველა ისევ ქუჩაში გავიდეს და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.
პროტესტის ეპიცენტრში მივიდა ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტიც, რომლის ბინაშიც გუშინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
“ჩემი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩემი ბრძოლა არის მშვიდობიანი, კანონიერი და მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა, ვინც ერთად ახლა ვიბრძვით, გავიმარჯვებთ და ზუსტად ამიტომ, დღესაც ვარ აქ და ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც საჭიროა. იქ, სადაც მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი პროტესტია ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც სჯერა უკეთესი მომავლის და ვინც იბრძის ამ უკეთესი მომავლისთვის, – ამბობს ილია ღლონტი ტვ პირველთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი