პოლიციის კორდონის დახმარებით, მოსამართლეები რესტორან “ბაბილოს“ ტოვებენ

პოლიციის კორდონის დახმარებით, მოსამართლეები რესტორან „ბაბილოს“ ტოვებენ.
რამდენიმე წუთით ადრე, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მოაბილიზეს და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. მათ სპეციალური კორდონი შექმნეს, რათა მოქეიფე მოსამართლეებს რესტორანი დაეტოვებინათ.
პოლიცია ჟურნალისტებს კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევენ და ცდილობენ მუშობაში ხელი შეუშალონ.
ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?