“პოლიციის კანონში არსად წერია, ქიმიური ნაერთები, როგორც სპეციალური საშუალება. წერია მხოლოდ წიწაკისა და ცრემლსადენი გაზი” – ხატია დეკანოიძე

ძალიან მარტივია ყველაფერი.
პოლიციის შესახებ კანონში გაწერილია სპეციალური საშუალებები, რომლის გამოყენების უფლებაც აქვს პოლიციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონში უმარავი რეპრესიული მექანიზმი ჩაამატეს, არსად წერია, ქიმიური ნაერთები, როგორც სპეციალური საშუალება. წერია მხოლოდ წიწაკისა და ცრემლსადენი გაზი. ნებისმიერმა პოლიციელმა იცის, რომ სამინისტროს მიერ სპეციალური საშუალებების გაცემისას (ხელბორკილი, ხელკეტი, წიწაკის აეროზოლი, აკუსტიკური იარაღი და აშ. ) დგება მიღების აქტი და აღრიცხულია ელექტრონულად. აღრიცხულია ყველა სპეციალური საშუალება და მინიჭებული აქვს სპეციალური ნომრები (ჩაფხუტებსაც კი). გამოვიდნენ და გამოიტანონ ყველა დოკუმენტაცია, ხელმოწერებით.
ივანიშვილის რეჟიმი არის ომის რეჟიმი. საკუთარ ხალხს მხოლოდ ომის რეჟიმი წამლავს.