“პოლიციის დატროლვა ვისწავლეთ” – ბათუმის ქუჩებში 4 საათზე მეტია მიტინგებია

ეს არ არის პროტესტი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ რაღაცას, არა, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის. მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე.
გუშინ როგორც გავაკეთეთ, ჩვენც ვისწავლეთ პოლიციელების დატროლვა, ვეუბნებით, მივდივართ აქ, მაგრამ მივდივართ სხვაგან. გუშინ15 წუთში მოაბილიზეს მთელი აჭარის რობოკოპები და დარჩათ მობილიზებულები. დღესაც მოაბილიზებენ და დარჩებათ დაყუდებული.
კითხვა რად უნდა, რატომ ვარ აქციაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, კანონები, მოიწვია კანონდარღვევით პარლამენტი, ბოდიში ახლა, მთელ საქართველოს თავზე გადაასვარა და მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ შეგვაწუხოს?