პოლიციელი, რომელიც პენსიონერ კაცზე ძალადობაშია მხილებული (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ძალადობაში მხილებული პოლიციელის ფოტო ვრცელდება – მოქალაქეების თქმით, სწორედ -ს აღნიშნულმა წარმომადგენელმა იძალადა თბილისის ცენტრში, ამაღლების ქუჩაზე პენსიონერზე, რის შემდეგაც კაცმა გონება დაკარგა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სოცილაურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დააკავეს ძალადობრივი გზით კაცი, რომელიც მოქალაქეს გამოესარჩლა.

თვითმხილველთა მონათხრობით მან პოლიციელს უთხრა, რომ ამის გამო პასუხს აგებდნენ, ამის შემდეგ მამაკაცთან სამართალმდაცველი მივიდა, ხელები გადაუგრიხა, ყელში წვდა და ძალის გამოყენებით დაადო ხელბორკილები.

ამ დროს კადრებში ჩანს, როგოც მისდის გული პენსიონერს და როგორ იკეცება.

ადგილზე აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)