პოლიციელი გმირია. ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ ნაცებს ამხელს და აკნინებს

„ხალხის ძალის“ წევრი პოლიციელების მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებულ თავდასხმას და ბულინგს ეხმიანება და წერს, რომ „დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ- იცავენ ქართულ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას“.
მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს. „სახელმწიფოს და ხალხის მსახურება არის ღირსება!
მონობაა კოლექტიური დასავლეთის დაუწერელი კანონების ბრმად მორჩილება და მათი აღსრულებისათვის სისხლზე წასვლა! დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ- იცავენ ქართულ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
პოლიციელი გმირია! მათ მოახერხეს და მოლოტოვის კოქტეილებს სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული დაუპირისპირეს. სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს. პოლიციელი გმირია! ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ ნაცებს ამხელს და აკნინებს. მადლობა მათ ამ თავდადებისათვის!“-წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე