პოლიციელის ჯგუფურად ცემა ოზურგეთში – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუფარდეს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის სასამართლომ გირაო 30 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურა დავით შარაშიძის დაპატიმრებას ითხოვდა.

დავით შარაშიძე საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

საუბარია 2026 წლის 27 იანვარს ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიების ვერსიით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

დავით შარაშიძეს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით – ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად. ეს მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს